აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანებაზე სომხეთმა და აზერბაიჯანმა თანხმობა განაცხადეს.
"აზერბაიჯანი, როგორც ყოველთვის, მზად არის აქტიურად შეიტანოს წვლილი საერთაშორისო თანამშრომლობაში, მშვიდობასა და სტაბილურობაში", - წერია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნულ ინფრომაციას ადასტურებს სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი ნაზელ ბაღდასარიანიც.
„პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა წინადადება სიამოვნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით მიიღო, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ერთგულება მშვიდობის წინსვლის პროცესისადმი“, — წერს იგი.
ცნობილია, რომ "მშვიდობის საბჭოს" ოფიციალურად შეუერთდა ბელარუსიც - პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.
დონალდ ტრამპმა ორგანიზაციაში 58 ქვეყანა მიიწვია. ჩამონათვალში არ არის საქართველო.
