logo
ENG



ტრამპის მოწვევას "მშვიდობის საბჭოში" კიდევ რვა ქვეყანა შეუერთდა

21 იან 202623:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/21/sfhnbix55avxrvs.png

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “მშვიდობის საბჭოში" მოწვევას 8 ქვეყანა შეუერთდა. მათ შორის არიან: თურქეთი, ინდონეზია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, პაკისტანი, იორდანია, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, თითოეული ქვეყანა გაწევრიანების შესაბამის დოკუმენტებს საკუთარი ქვეყნის სამართლებრივი და სხვა აუცილებელი პროცედურების შესაბამისად გააფორმებს.

დონალდ ტრამპმა ორგანიზაციაში 58 ქვეყანა მიიწვია. ჩამონათვალში არ არის საქართველო. მიწვევაზე უკვე დათანხმდა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი.


close დახურვა