logo
ENG



რუტე: მთავარი საკითხი უკრაინაა და არა გრენლანდია

21 იან 202616:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/21/u6viucic078n5p9.png

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ გაერიანებისთვის ამჟამად მთავარი პრობლემა რუსეთ-უკრაინის ომია და არა გრენლანდიის გარშემო შექმნილი სიტუაცია.

რუტემ გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მსოფლიოს ყურადღება "სხვა საკითხებზე გადაჭარბებული ფოკუსირების გამო."

„აქ არსებობს რისკი, რომ თქვენ ფოკუსირდეთ გრენლანდიაზე, რადგან ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს საკითხი მეგობრული გზით მოგვარდება. მაგრამ მთავარი საკითხი გრენლანდია არ არის. ახლა მთავარი საკითხი უკრაინაა“.

რუტემ აღნიშნა, რომ რუსეთი ამჟამად მძიმე ყინვების ფონზე რაკეტებითა და დრონებით უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს ანადგურებს.

ციტატა: „ჩვენ ვიცით, რომ ახლა კიევში -20 გრადუსია. ვიცით, რომ უკრაინას საკუთარი ელექტროენერგიის საჭიროების მხოლოდ 60%-ის დაკმაყოფილება შეუძლია. და დიახ, მართალია, რომ დეკემბერში რუსებმა დღეში 1000 ადამიანი დაკარგეს — არა მძიმედ დაჭრილი, არამედ დაღუპული. ეს არის 30 000-ზე მეტი მხოლოდ დეკემბრის თვეში... მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ შეტევას, ისინი მაინც აძლიერებენ იერიშს“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება და დასძინა, რომ ევროპამ უნდა გააფართოოს თავისი სამრეწველო ბაზა, რათა მზად იყოს რუსეთის მხრიდან მომავალი ნებისმიერი პოტენციური გამოწვევისთვის.


close დახურვა