logo
ENG



ტრამპი: რუტესთან შეხვედრისას გრენლანდიაზე შევქმენით შეთანხმების ჩარჩო, არ დავაწესებ ტარიფებს

22 იან 202600:32
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/22/c26y5lbot0lp9yy.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო ჩამოაყალიბეს და თუ ის შედგება, დაგეგმილი ტარიფები ძალაში არ შევა.

"NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრის საფუძველზე, ჩვენ შევქმენით გრენლანდიასთან და, ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო. თუ გადაწყვეტა მიღწეული იქნება, ის შესანიშნავი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს ყველა ქვეყნისთვის. ამ შეთანხმების საფუძველზე, მე არ დავაწესებ ტარიფებს, რომელთა ძალაში შესვლაც 1 თებერვლიდან იყო დაგეგმილი. მიმდინარეობს დამატებითი მოლაპარაკებები "ოქროს გუმბათთან" დაკავშირებით, რაც გრენლანდიას ეხება. საუბრების პროგრესთან ერთად მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვა პირები, საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებელნი იქნებიან მოლაპარაკებებზე - ისინი პირდაპირ მე ჩამაბარებენ ანგარიშს"- წერს ტრამპი.

ტრამპმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1-ელი თებერვლიდან 20%-იანი ტარიფები დაუწესდებათ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხში მას ეწინააღმდეგება.

კერძოდ, აღნიშნული ზომები შეეხებათ: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს.

 


close დახურვა