უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ომის დასრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტი "თითქმის მზად არის."
მან დასძინა, რომ უკრაინა მუშაობს „პატიოსნებითა და შემართებით“ და აღნიშნა, რომ რუსეთი უნდა მოემზადოს „ამ აგრესიის დასასრულებლად“.
ზელენსკის თქმით, აშშ-სთან წინა შეხვედრების შედეგად უკრაინამ თავდაცვითი რაკეტები მიიღო. მან ასევე დაამატა, რომ ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს „ცის დაცვაზეც“.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ კვლავ უკრაინის გვერდით იდგება და მოუწოდა ევროპას სიძლიერისკენ. მან დასძინა, რომ კონტინენტს სჭირდება დამოუკიდებელი უკრაინა, რომელიც ერთ დღეს სხვების დაცვასაც შეძლებს.
„ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ იმ ევროპის ნაწილი, რომელიც მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, — განაცხადა მან.
