უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი "არ შეიცვლება."
„ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდან არის, მაგრამ ევროპისთვის არ მოქმედებს“, — აცხადებს ის.
მან დაამატა, რომ ზოგიერთი ევროპელი „მართლაც ძლიერია“, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ მათ „ყოველთვის სჭირდებათ ვიღაც სხვა, ვინც ეტყვის, კიდევ რამდენ ხანს უნდა გაძლონ და იყვნენ ძლიერები".
მისი თქმით, დიდი სახელმწიფოები ასე არ მოქმედებენ.
„ამერიკა თავის პოზიციას ცვლის, მაგრამ არავინ იცის ზუსტად, როგორ. მოვლენები უფრო სწრაფად ვითარდება. როგორ შეძლებს ევროპა ამ ტემპისთვის ფეხის აწყობას?“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი ამბობს, რომ გამოწვევები, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას, „არის გამოწვევები ევროპული ცხოვრების წესის წინააღმდეგ“.
