logo
ENG



რუსეთმა უკრაინაზე ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური დრონული იერიში მიიტანა

24 მარ 202620:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/24/5qdkyo13c1io8i7.png

დღეს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საჰაერო შეტევა განახორციელა. ოკუპანტებმა ქვეყნის მიმართულებით ასობით ე.წ. „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ოფიციალური ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 400-ზე მეტი დრონი და ათეულობით რაკეტა. ეს იერიში ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ თავდასხმად ფასდება.

თავდასხმების გეოგრაფია გასცდა ფრონტის ხაზს და ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო დასავლეთ უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის ლვოვზე განხორციელებულმა დარტყმებმა.

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ რუსეთის ტაქტიკის ცვლილებას - თუ ადრე დრონებს ძირითადად ღამის საათებში იყენებდნენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის გზის ასაბნევად, ამჯერად დარტყმები დღისით განხორციელდა.

წინასწარი მონაცემებით, იერიშს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. დადასტურებულია მინიმუმ 5 ადამიანის გარდაცვალება. სერიოზულად დაზიანდა კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. მწყობრიდან გამოვიდა საერთაშორისო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ხაზები.


close დახურვა