logo
ENG



გიორგი ვაშაძე თავისუფალია

23 იან 202610:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/23/sdak1cur8lstvl4.jpg

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.

ვაშაძე ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას გამოუცხადებლობის გამო, 2025 წლის 24 ივნისს დააკავეს. მას გარეთ ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

"ძალიან შემართებით ვარ, ოპტიმისტურად განწყობილი. ამდენი ადამიანი, გულშემატკივარი. მინდა, მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი.. მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო არ დაიჭერენ. შვიდი თვე რთული იყო, განსაკუთრებით როცა ოჯახს, შვილებს და მეუღლეს შორდები, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად დიდია,რომ არცერთი დღე არ გამჭირვებია"- თქვა ვაშაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

 

close დახურვა