logo
ENG



ვაშაძე საბოტაჟის საქმეზე: ითხოვენ 30 000-ლარიან გირაოს, დანარჩენს შევალ და გავიგებ

26 იან 202617:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/26/5yv6p8q9dg7wavk.jpg

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე საბოტაჟის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში მივიდა.

მისი ცნობით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვს.

"საქმესთან დაკავშრებით - როდესაც გამოვედი საპატიმროდან, გითხარით რომ ცარიელი ფურცელია, ჩემი სახელი და გვარი და 15-წლიანი მუხლი. სწორი არის ის, რომ ასეთი საქმეები სამართლებრივ სახელმწიფოში არასდროს არ უნდა არსებობდეს პროკურატურაში. დაახლოებით იგივეა, თქვენ ხვალ რომ გაიღვიძოთ და გენერალურმა პროკურატურამ გამოგიცხადოთ, რომ ბრალი გედებათ ყაჩაღობაში, ოღონდ არც დაყაჩაღებულია რამე, არც არაფერი არ არსებობს, არც მტკიცებულება აარაფერი უდევთ საქმეში, უბრალოდ ასე უნდათ, რომ თქვენ ბრალი გედებოდეთ რაღაცაში. ზუსტად ასეა ჩემი საქმე. ნებისმიერს შეგიძლიათ ნახოთ, რომ შიგნით ფიზიკურად არაფერი დევს, ყალბი მტკიცებულებაც კი.

დღეს ველოდი ამ აღკვეთ ღონისზიებას. ზურას [ჯაფარიძეს] დავურეკე და შევეხმიანე რომელ საათზე დაგირეკეს-მეთქი, იმას სამ საათზე დაურეკეს, წავედი მერე ზურასთან ერთად რაღაცებზე ვსაუბრობდით და დაახლეობით, 3-ს რომ 15 წუთი აკლდა მეც მაგ დროს [დამირეკეს], ანუ ერთნაირ დროს, დაგვირეკეს.

დანარჩენი, ვიცი რომ გირაოს ითხოვენ 30 000 ლარს. დანარჩენი არ მაქვს ინფორმაცია. ეს რაც ვიცი. დანარჩენს, შევალ და გავიგებ.

ემსახურება იმას, რომ შევაჩეროთ ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, შევაჩეროთ ბრზოლა საქართველოს ნორმალური განვითარებისთვის. ადრეც ვთქვი და ჩვენ საერთო პოზიცია გვაქვს ყველას, რომ ვერ ვიზამთ ამას, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, გვესმის რა პროცესში ვართ, გვესმის რა რეალობაში ვართ. გვინდა რომ დაპირისრება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. დაპირისპირები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება მაშინ, როდესაც სამართლიანობა არსებობს", - ამბობს ვაშაძე.

ცნობისთვის, 6 ნოემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, დევნა დაიწყეს საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეებზე.

კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რამდენიმე დღის წინ დატოვა. 

იგი "ოცნებამ" ციხეში წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ჩასვა. 


close დახურვა