logo
ENG



უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 1-ელ თებერვალს გაგრძელდება

24 იან 202623:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/24/fkywdm5y6togrfu.png

უკრაინას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 1 თებერვალს გაგრძელდება.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული შეხვედრა იქნება 23-24 იანვარს აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების რაუნდის გაგრძელება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა და "პროდუქტიული" უწოდა.


close დახურვა