ეს არის მათი გადასაწყვეტი, - ასე უპასუხა "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ ვერ მოხვდა საქართველო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის რეგიონში ვიზიტის მარშრუტში, რომელიც თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.
„ეს არის მათი გადასაწყვეტი. თქვენ იცით როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობის კონტექსტი. ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე. ეს კონტექსტი შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ. ვნახოთ ამ ფონზე როგორ განვითარდება, ვნახოთ, ჩვენ მოთმინებით ველოდებით. ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან. ველოდებით მოთმინებით ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა კობახიძემ.
