აშშ-მა ისრაელის დახმარებით მტკიცებულებები მოიპოვა, რომლებიც ადასტურებს, რომ ირანის რეჟიმმა საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეების ნაწილი სიკვდილით დასაჯა. მიუხედავად იმისა, რომ თეირანი უარყოფდა 800-ზე მეტი დაკავებულის დასჯის გეგმას და ამაში დონალდ ტრამპსაც არწმუნებდა , აშშ-ის დაზვერვის ხელთ არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სიკვდილით დასჯა რეალურად განხორციელდა სხვადასხვა მეთოდით, - ამის შესახებ Israel Hayomი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინფორმაციის მოპოვებაში ისრაელი აქტიური პარტნიორი იყო. საკითხი განიხილეს ბენიამინ ნეთანიაჰუს გუნდისა და აშშ-ის წარმომადგენლების - სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის, შეხვედრაზეც.
