სუს-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანაში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტი მოხდა. გარდაცვლილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. პროკურატურის ცნობით, ნაპოვნია წერილიც.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.
მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.