logo
ENG



კალაძე: არ ჩანს, რომ ტრამპმა "დიფ სთეითი" დაამარცხა, ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში

26 იან 202614:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/26/yr0eom9x4h9ntkc.png

საქართველო აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინის რეჟიმშია, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით და აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ, ურთიერთობები გადაიტვირთოს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან რა დამოკიდებულებაც იყო საქართველოსთან მიმართებით – არასამართლიანი, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, სიცრუე, მუქარები – ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს. მერე რა, რომ პატარა ქვეყანა ვართ. ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა წინა თაობებმა იბრძოლეს. ჩვენ დღესაც გვიწევს ბრძოლა და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები იყოს გატარებული.

სხვა ურთიერთობას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მთავარი დაპირებები იყო ომის დასრულება, ასევე მთავარი დაპირება და ერთ-ერთი პრიორიტეტული ხაზი იყო „დიფ სთეითის“ დამარცხება და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვგულშემატკივრობთ მას, თუ ის ნამდვილად მოახერხებს და შეძლებს ამ ყველაფერს. დღეს ნამდვილად არ ჩანს, რომ ან ომი იყოს დასრულებული, ან მან „დიფ სთეითი“ დაამარცხა. არც ერთი არის, არც მეორე, ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, - ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.


close დახურვა