logo
ENG



ვაშაძე: დღეიდან იწყება ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა - ვენდოთ ერთმანეთს

26 მაი 202622:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/26/iuv8bfhzw8oeagd.png

ვიცი, რომ ბევრი იმედგაცრუებული ხართ, ბევრი ცოტა სკეპტიკურად უყურებთ ამ პროცესს, მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ: ვენდოთ ერთმანეთს. მე თქვენ გენდობით, მე თქვენ პატრიოტიზმს ვენდობი, მეთქვენ სამშობლოს სიყვარულს ვენდობი და გთხოვთ, გამოგვიცხადეთ ნდობა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, გამარჯვება მოვუტანოთ მთლიანად საქართველოს. გპირდებით, რომ საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი, ევროკავშირის წევრი, რეგიონის ლიდერი, გამთლიანებული, ერთ მუშტად შეკრული, ამაყი ერი, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ხან სცენა, ხან მიკროფონი არ მოგვატანინეს, ჩვენ აქ ვართ და ვიცავთ ჩვენს ღირსებას, ჩვენისამშობლოს ღირსებას და აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობას. მადლობა თქვან. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისზეც დღეს დგას ქართული ღირსება, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც შენარჩუნებული აქვს ის ქართული ღირებულებები, რომელმაც ამაყად უნდა შეაბიჯოს ევროპულ, ძალიან დიდ ოჯახში", - განაცხადა ვაშაძემ.


close დახურვა