ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაიმეორა გასულ კვირას თეირანის მიმართ გაჟღერებული გაფრთხილება, რომ თუ ის ისრაელს დაესხმება თავს, იერუსალიმი მკაცრად უპასუხებს.
„ახლა ეს რეალობაა - ირანის ღერძი ცდილობს აღდგეს - მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს. თუ ირანი დაუშვებს სერიოზულ შეცდომას და თავს დაესხმება ისრაელს, ჩვენ ვუპასუხებთ ისეთი ძალით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს“, - თქვა მან.
2025 წლის ივნისში ორ ქვეყანას შორის 12-დღიანი საჰაერო ომი შედგა, რომლის დროსაც აშშ-მ ირანის ბირთვულ პროგრამას დაარტყა. ნეთანიაჰუმ უარი თქვა პირდაპირი კომენტარი გაეკეთებინა იმ ცნობაზე, რომ აშშ არაბი მედიატორების მეშვეობით კონტაქტშია პროგრამის დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად.
„აშშ ჩვენთან მუდმივ კონტაქტშია. არ მინდა პრეზიდენტ ტრამპისთვის განვსაზღვრო, რას აკეთებს და რას არ აკეთებს. ილაპარაკებს თუ არა. ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ სრულად ვართ ინფორმირებულები“, - თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
