logo
ENG



ისრაელმა ირანზე შეტევა დაიწყო - თეირანში აფეთქებების ხმა ისმოდა

28 თებ 202610:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/28/90nnvi0at4rgx5m.png

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ შაბათ დილით მოულოდნელი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დედაქალაქ თეირანში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ისრაელის უსაფრთხოების წყარო აცხადებს, რომ ირანში მიმდინარე თავდასხმა აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა.

ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანი რეზიდენცია იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF), ოპერაციის დაწყების პარალელურად ქვეყნის მოსახლეობას ეროვნული გაფრთხილება გაუგზავნეს და მოუწოდეს, დარჩენილიყვნენ დაცულ სივრცეებთან ახლოს.

„ეს არის პრევენციული გაფრთხილება, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის მომზადებას იმ შესაძლებლობისთვის, რომ ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით შესაძლოა რაკეტები გაეშვას,“ - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ამ დროისთვის ოფიციალური დეტალები შეტევის მასშტაბისა და შესაძლო შედეგების შესახებ დაზუსტებული არ არის. ირანული მედია ადასტურებს აფეთქებების ფაქტს, თუმცა დამატებითი ინფორმაცია დაზიანებებისა და მსხვერპლის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.


close დახურვა