logo
ENG



ტრამპი: ზელენკის და პუტინს შორის სიძულვილია, მაგრამ წარმატების შანსი არსებობს

30 იან 202623:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/30/q2gpsfe7zigxole.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის არსებული სიძულვილი მოლაპარაკებებს ართულებს, ის მიიჩნევს, რომ წარმატების შანსი მაინც არსებობს.

ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ისაუბრა.

ტრამპს ჰკითხეს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პერსპექტივებზე იმ შემთხვევაში, თუ მათში აშშ-ის წარმომადგენლები არ მიიღებენ მონაწილეობას.

„ვფიქრობ, მათ შანსი აქვთ...

მე რვა ომი დავასრულე. ვფიქრობდი, რომ ყველა მათგანი, შესაძლოა, ამაზე რთული იქნებოდა. თუმცა, ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ, რაც საქმეს ძალიან ართულებს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ“.

ტრამპმა კვლავ ხაზი გაუსვა ომში დაღუპულთა დიდი რაოდენობას და გამოხატა მკვლელობების შეჩერების სურვილი.

„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს კარგი შანსი, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ“, — დასძინა მან.


close დახურვა