კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი, სავარაუდოდ, 31 იანვარს, ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს შეხვდება.
აღნიშნული შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების რაუნდის წინ შედგება.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამერიკელი წარმომადგენლების ვინაობა არ სახელდება. დიდი ალბათობით, მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.
