logo
ENG



სომხეთი რუსული ატომური სადგურის ამერიკული რეაქტორით ჩანაცვლებას განიხილავს

06 თებ 202611:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/06/c1j3s9hw947kdls.jpg

სომხეთის ხელისუფლება ახალი ბირთვული რეაქტორის ასაშენებლად ამერიკულ კომპანიის შერჩევას განიხილავს. ახალმა რეაქტორმა მოძველებული, რუსული წარმოების მეწამორის ატომური ელექტროსადგური უნდა ჩაანაცვლოს.

სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავიდ ხუდათიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ახალი ატომური სადგური მოდულური კონსტრუქციის იყოს.

დავიდ ხუდათიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეაქტორის ზომასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა და აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის წინადადებები კვლავ განიხილება.

"მჯერა, რომ მოდელის შერჩევა 2026 ან 2027 წელს გადაწყდება. აჩქარების საჭიროება არ არის", - თქვა მან. 

ამერიკის შეერთებული შტატები მოდულური ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერია.

 

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ მომდევნო კვირაში სომხეთს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ეწვევა. სომხეთის შემდეგ, ის აზერბაიჯანშიც ჩავა.

Euronews წერს, რომ ჯეი დი ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ხაზს უსვამს აშშ-ის ყურადღებას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის პროცესისა და "დონალდ ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისთვისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) პროექტის მიზნების მიმართ. 

 


close დახურვა