სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში ჩავა.
სომხეთის საგარეო აღნიშავს, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტების ხელმოწერა.
"აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვედრას გამართავს სახელმწიფო მდივან რუბიოსთან. ამის შემდეგ მირზოიანი და რუბიო მედიასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტის გაფორმებაც. ვიზიტის დასასრულს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრესკონფერენციას გამართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
