შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე, სოფელ ბარჯაში კლდოვანი მასა ჩამოიშალა.
გზების დეპარტამენტის ცნობით, კლდის მასის ჩამოსვლის გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მოძრაობის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
