სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იურაი ბლანარის თქმით, საქართველოში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება.
ეს განცხადება მინისტრმა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ამასთან, მან თქვა, რომ სლოვაკეთსა და საქართველოს შორის "ძალიან კარგი ურთიერთობებია".
"მინდა, განვაცხადო, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ძალიან კარგი ურთიერთობებია. არავითარი პრობლემა არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარეც საქართველოს უახლოეს პერიოდში ესტუმრება. ამასთან, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც.
მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები მყარდება ახალი საკონსულოების გახსნით, მაგალითად, საკონსულო გაიხსნა ქუთაისში. ურთიერთობების გაუმჯობესება ხდება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლითაც, რომელიც დაინიშნა ბრატისლავიდან ქუთაისამდე და პირიქით. საქართველო ძალიან მიმზიდველია ტურისტული კუთხითაც.
მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენი ქვეყნის ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ვაცხადებთ, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყანა დაარღვევს ტერიტორიულ მთლიანობას", - თქვა მინისტრმა. [1TV-ის სინქრონული თარგმანი]
