logo
ENG



შსს-მ დააკავა 30 წლის კაცი, რომელიც 10 წლის გოგოს სქესობრივ კავშირს სთავაზობდა

19 თებ 202611:06
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/19/ch7vrphslomg7ok.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული მიერ ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ბ.ბ დააკავეს.

შსს-ს თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2015 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, რომელიც მისი მეზობელი იყო, სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. მათი თქმით, საქმის მასალებით დგინდება, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაითანხმა, მსგავსი შინაარსის ფოტო მისთვისაც გაეგზავნა. ასევე, გოგონას სქესობრივ კავშირსაც სთავაზობდა.

შსს იუწყება, რომ სამართალდამცველებმა ბ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

"ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც იგი არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა