logo
ENG



მეფე ჩარლზ III ყოფილ პრინც ენდრიუს დაკავებაზე: კანონი უნდა აღსრულდეს

19 თებ 202617:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/19/hhqkstbriwwnxyy.jpg

დიდი ბრიტანეთის მერე ჩარლზ მესამე თავისი ძმის, ყოფილ პრინც ენდრიუს დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ "კანონი უნდა აღსრულდეს". 

მან აღნიშნა, რომ შესაბამისი ორგანოები სამართლიანად გამოიძიებენ საქმეს. მეფე მათ თანამშრობლობაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

"ნება მომეცით ნათლად განვაცხადო: კანონი უნდა აღსრულდეს. რადგან ეს პროცესი გრძელდება, ჩემი მხრიდან ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება. ამასობაში, მე და ჩემი ოჯახი გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობის შესრულებას და თქვენს სამსახურში ყოფნას", - განაცხადა მეფე ჩარლზ მესამემ. 

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავა. მას ბრალად ედება საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, რომელსაც დღეს 66 წელი შეუსრულდა, ნორფოლკში, სანდრინგემის მამულში დააკავეს.

2025 წელს პრინც ენდრიუს ყველა ტიტულ ჩამოერთვა და მან უინძორების სასახლე დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაღრმავდა ეჭვი მის კავშირებზე სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან. ბუკინგემის სასახლემ განცხადებაში თქვა, რომ პრინც ენდრიუს 30 ოქტომბრიდან ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი ეწოდებოდა. ბუკინგემის სასახლის განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ პრინცი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდა.


close დახურვა