რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 21 თებერვლის ღამეს სუმის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ თავდასხმის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი განადგურდა, ასევე, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილსადენი.
ოკუპანტებმა სუმის ოლქის გარდა, ღამის განმავლობაში დრონებით ოდესის რაიონიც დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო და ენერგეტიკუი ინფრასტრუქტურა.
რაც შეეხება დაშავებულებს - დაშავდა 2 ადამიანი, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
