logo
ENG



პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით, ათი პირი დააკავეს - დაიხურა ათი ობიექტი

27 თებ 202611:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/27/q34rwy0pirllr1a.png

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით – 10 პირი დააკავეს და 10 ობიექტი დახურეს.

„სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

კერძოდ – აღნიშნული ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, მათ განკარგვაში არსებულ ფართებში ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ, ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში და თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ. დაკავებულებს შორის არიან ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები.

მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი გაწეული მომსახურებიდან მიღებული თანხის ნაწილს თავად იღებდნენ.

სამართალდამცველებმა აღნიშნულ ობიექტებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავარაუდოდ პროსტიტუციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მტკიცებულებებით, ასევე, დასტურდება, რომ ობიექტების ძირითად შემოსავალს, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


close დახურვა