logo
ENG



ცენტრალური სარდლობა: ირანის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

01 მარ 202619:45
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/01/o6jionc37hr5plh.jpg

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის - "ეპიკური მრისხანების" ფარგლებში სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაიჭრა.

სარდლობის თანახმად, კიდევ რამდენიმე სამხედრომ ნამსხვრევებით მიიღო მსუბუქი დაზიანებები, ტვინის შერყევა და ამჟამად სამსახურში დაბრუნების პროცესში არიან.

"გრძელდება ძირითადი საბრძოლო ოპერაციები და ჩვენი რეაგირების ძალისხმევაც. ვითარება არასტაბილურია, ამიტომ ოჯახების პატივისცემის გამო დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დაღუპული მეომრების ვინაობას უახლოესი ნათესავების ინფორმირებიდან 24 საათის განმავლობაში არ გავავრცელებთ", - აცხადებენ სარდლობაში. 


close დახურვა