logo
ENG



კობახიძე: ვესაუბრე გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, გამოვხატე გულწრფელი სოლიდარობა

01 მარ 202622:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/01/bo44p0psq71srct.jpg

არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე ირანის მიერ მიტანილი იერიშის შემდეგ, ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს "სოლიდარობისთვის" დაურეკა. 

"რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ტელეფონით ვესაუბრე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს.

გამოვხატე გულწრფელი სოლიდარობა და იმედი გამოვთქვი, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება.

ასევე აღვნიშნე, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან", - წერს კობახიძე.


close დახურვა