ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს.
თავდაცვის ძალების თანახმად, ახალი ტალღა მიზანში იღებს ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურას თეირანში.
მათივე განცხადებით, დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.
Reuters წერს, რომ სამხედროებმა მოუწოდეს ირანელ სამოქალაქო პირებს - დატოვონ თეირანის ინდუსტრიული ზონები და დედაქალაქის მახლობლად მდებარე პაიამის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და გააფრთხილეს, რომ ოპერაციებს უახლოეს საათებში განახორციელებენ.
