logo
ENG



საქართველოში ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო

03 მარ 202619:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/03/5f6v9ejhf3bixs9.jpg

საქართველოში სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა.

ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის დელეგაციას აეროპორტში ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი კობახიძეს პირისპირ შეხვდება - "გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს".

ამასთან, დაგეგმილია ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა.


close დახურვა