logo
ENG



კატარმა უარყო ინფორმაცია, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა

03 მარ 202620:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/03/rmbci602df8wpu7.png

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ისრაელის მე-12 არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კატარმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა. 

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ კატარი "არ მონაწილეობს ირანის წინააღმდეგ კამპანიაში" და დასძინა, რომ ქვეყანა მხოლოდ თავდაცვით მოქმედებებშია ჩართული.

მან ასევე განაცხადა, რომ კატარის სამხედრო ძალებმა ირანული რაკეტების მიერ ჰამადის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმა აღკვეთეს. 

ისრაელის მე-12 არხი წერდა, რომ კატარმა იერიში თეირანის მიერ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე თავდასხმის პასუხად მიიტანა.

ისრაელის ერთ-ერთმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმები შესაძლოა საუდის არაბეთმაც მალე დაიწყოს. 


close დახურვა