Deutsche Welle წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს.
მედია წერს, რომ გადაწყვეტილებას ირანის ექსპერტთა ასამბლეის 88-ვე სასულიერო პირმა დაუჭირა მხარი.
წყაროები ამბობენ, რომ ოჯტაბა ხამენეის არჩევის გადაწყვეტილება ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ზეწოლის შედეგად იყო მიღებული.
ირანის რეჟიმს და სახელმწიფო მედიას ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
