The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ირანის დედაქალაქ თეირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადეს.
გამოცემის ცნობით, ისრაელის მიერ თეირანზე ღამით განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად რაკეტების საწყობები, მათი შესანახი და გაშვების ადგილები განადგურდა.
The Times of Israel ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ერთ-ერთ მიწისქვეშა ობიექტს, რომელზეც დარტყმა განხორციელდა, ირანი ბალისტიკური რაკეტების შესანახად იყენებდა.
მათივე ინფორმაციით, ასევე დაბომბეს საჰაერო თავდაცვის რაკეტების რამდენიმე სხვა საწყობი და ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები.
