logo
ENG



ირანის ელჩი საქართველოში: საქართველოს მთავრობისა წარმომადგენელმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

07 მარ 202612:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/07/3hjx5qsi9a3ywms.png

საქართველოში სეიედ ალი მოჯანი აცხადებს, რომ ირანის საელჩოში თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ამის შესახებ ელჩმა სოციალურ ქსელ X -ზე დაწერა.

დიპლომატი კონკრეტულად არ აკონკრეტებს, ვინ იყო ხელისუფლების ის წარმომადგენელი.

„საქართველოს მთავრობისა და ხალხის ღირსეულ წარმომადგენელს, მადლობელი ვარ, რომ დღეს მობრძანდით ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში თბილისში, რათა მოწამებრივად დაღუპული ირანის ლიდერისა და უდანაშაულო მოქალაქეების პატივსაცემად სამძიმრის წიგნში ხელმოწერა დაგეტოვებინათ. მეგობრები რთულ დროს იჩენენ თავს,“ – წერს სეიედ ალი მოჯანი.

ელჩმა სოციალურ ქსელში ასევე გაავრცელა სამძიმრის წიგნში დატოვებული ჩანაწერის ფოტოც.

ჩანაწერში, რომელიც, ელჩის თქმით, ქართველი მაღალჩინოსნის მიერ არის გაკეთებული, წერია:

„ჩვენ ვუსამძიმრებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა მრავალი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანისა და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს.“


close დახურვა