logo
ENG



ირანის პრეზიდენტი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისთვის ბოდიშს იხდის და მშვიდობისკენ მოუწოდებს

07 მარ 202612:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/07/omivmurjf0wu4nr.png

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანი-მა სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებზე განხორციელებული თავდასხმების გამო ბოდიშს იხდის.

მისი თქმით, თეირანს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიის გაგრძელება არ სურს და რეგიონული თანამშრომლობა აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

„აუცილებლად მივიჩნევ ბოდიშის მოხდას იმ მეზობელი ქვეყნების წინაშე, რომლებიც თავდასხმების სამიზნე გახდნენ. ჩვენ არ ვაპირებთ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე შეჭრას,“ – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ფეზეშქიანის თქმით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უკვე გადაეცათ ახალი მითითება.

„მიღებულია ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან შეიარაღებულმა ძალებმა მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმა არ უნდა განახორციელონ, თუ ისინი თავად არ იქნებიან თავდასხმის ობიექტი,“ – აღნიშნა მან.

ამასთან, ირანის პრეზიდენტმა გააფრთხილა ის ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა შექმნილი ვითარების გამოყენებას ცდილობდნენ.

მისი თქმით, ვინც ამ მომენტით ისარგებლებს ირანზე თავდასხმისთვის, „იმპერიალიზმის მარიონეტად არ უნდა იქცეს“. ფეზეშქიანმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელისა და აშშ-ის მხარდაჭერა „არ არის ღირსებისა და თავისუფლებისკენ მიმავალი გზა“.


close დახურვა