The Times of Israel-ის ცნობით, ირანში სასულიერო პირებისგან შემდგარმა ორგანომ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელი აირჩია, თუმცა მისი ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.
„ლიდერის დანიშვნისთვის კენჭისყრა გაიმართა და ლიდერი არჩეულია,“ — ამბობს აჰმად ალამოლჰოდა, ექსპერტთა ასამბლეის წევრი.
1-ელ მარტს დადასტურდა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. გარდა ამისა, მასთან ერთად მოკლულია მისი რამდენიმე ნათესავი. ასევე, ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ.
ასევე, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშების შედეგად, დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური და ისლამური რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები.
დღეს Deutsche Welle-მ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს.
