logo
ENG



ბრაჟე: ვიცით რას იმსახურებს ქართველი ხალხი, მთავრობას ქვეყანა არ მიჰყავს ევროპული გზით

16 მარ 202614:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/16/lxhizstq7z0x5il.jpg

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბაია ბრაჟეს განცხადებით ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მაგრამ მთავრობას ეს არ სურს და ქვეყანაც და ხალხიც სხვა გზით მიჰყავს.

"საქართველოში არაფერი შეცვლილა, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. ვიცით, რა სურს ქართველ ხალხს, რას იმსახურებენ, მაგრამ მათ მთავრობას არც ხალხი და არც ქვეყანა არ მიჰყავს ევროპული გზით. ჩვენ სრული ნდობა გვაქვს, რომ ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და შეასრულებს ვალდებულებებს ევროპის მიმართ, იმისთვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს", - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ჟურნალისტებთან

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

შეხვედრის მთავარ თემებს შორის არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.


close დახურვა