სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას უსამძიმრებს.
"მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, სულიერი ლიდერისა, რომლის ცხოვრებაც მთლიანად ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას იყო მიძღვნილკ. მისი მრავალწლიანი პატრიარქობის განმავლობაში იგი რჩებოდა სულიერ საყრდენად მრავალი მორწმუნისთვის, ძალისხმევას დებდა რწმენის განმტკიცებაში, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებასა და საზოგადოების სულიერ აღდგენაში, სახელმწიფოს ათეიზმის წლების შემდეგ. ჩვენთვის დასამახსოვრებელია ისიც, რომ მან გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც განიცდის რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას. პატრიარქ ილია II-ის მსახურებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი შთააგონა - დაეძლიათ განსაცდელები და შეენარჩუნებინათ იმედი ყველაზე მძიმე დროსაც, განსაკუთრებით რუსეთის მიერ პროვოცირებული ომების პერიოდში. ვუსამძიმრებ საქართველოს ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას, სამღვდელოებას და ყველა მორწმუნეს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი წინამძღოლი, ასევე ქართველ ხალხს, რომლისთვისაც იგი იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამა. ვილოცავთ, რომ მამამ ჩვენმა ზეციურმა მიიღოს თავისი მსახური ზეციურ სასუფეველში. დაე, უფალმა განუსვენოს ახლად გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სული თავის სასუფეველში და მისცეს ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა ყველას, ვინც ამ დანაკარგს გლოვობს. მარადიული და ნათელი იყოს მისი ხსოვნა!" - წერს სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე.
