კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ლოქჰიდ მარტინის“ წარმოების „ჰერკულეს C-130“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.
თავდაცვის მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, შემთხვევა მოხდა ამაზონის რეგიონში, პერუს საზღვართან მდებარე პუერტო ლეგისამოს რაიონში, როდესაც თვითმფრინავი აფრენას ცდილობდა და სამხედროებს გადაჰყავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტზე დაახლოებით 110 სამხედრო იმყოფებოდა.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები, მათ შორის დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერ არ გავრცელებულა.
