გამოცემა The Times of Israel-ი, ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანის საპორტო ქალაქ ბანდარ აბასზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი ალირეზა ტანგსირი.
ისრაელელი მაღალჩინოსნის განცხადებით, სწორედ ტანგსირი იყო პასუხისმგებელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ბლოკირებაზე, რამაც ბოლო კვირების განმავლობაში გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხება გამოიწვია.
ამ დროისთვის ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) მომხდარზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. საკითხს გამოხმაურება არ მოჰყოლია ირანის მხრიდანაც - თეირანს ტანგსირის გარდაცვალება ჯერჯერობით არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.
