logo
ENG



POG: ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც ოზურგეთში მეზობელი დანით მოკლა

26 მარ 202619:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/26/98do8jl9f6c8qd3.jpg

პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის განცხადების თანახმად, საქმე ეხება 25 მარტს სოფელ ჭანიეთში მომხდარ დანაშაულს, რა დროსაც კაცმა მეზობელს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, ბრალდებულმა მეზობელს საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია მობილური ტელეფონი და კომპიუტერი, საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა