logo
ENG



სასამართლოზე წარმოთქმული ფრაზის გამო ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წარუდგინეს

27 მარ 202614:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/27/unlfbqqny2fh8fq.png

სასამართლოზე წარმოთქმული ფრაზის - "ბიძინა უნდა დაემხოს" წარმოთქმის გამო, პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით ბრალი წარუდგინა.

"ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა [მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ], რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 თებერვალს ბაჩო ახალაიამ სასამართლო სხდომათა დარბაზში თქვა:

"მივიჩნევ, რომ ეს ხელისუფლება დასამხობია, ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ თავისუფლება მოვიპოვოთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია... დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი პოზიცია და ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება".

იქამდე დეკემბრის თვეში თავდაცვის ყოფილ მინისტრს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს, მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მუხლი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბაჩო ახალაია 4 თვეა პატიმრობაში იმყოფება


close დახურვა