logo
ENG



ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

06 ივლ 202615:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/06/mc97ijdx0snk2yz.png

ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თავდაცვის ყოფილ მინისტრს სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს" ედავებოდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებას ბაჩო ახალაია არ დასწრებია. 

ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა