ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი სამხრეთ ლიბანში შეჭრას მასშტაბურად გააფართოებს. მისი თქმით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის უსაფრთხოების ბუფერული ზონის გაფართოების ბრძანება გასცა.
"ლიბანში, დავალება გავეცი არსებული უსაფრთხოების სარტყლის შემდგომ გაფართოებაზე, რათა საბოლოოდ შევაჩეროთ შემოჭრის საფრთხე,
ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ფუნდამენტურად შევცალოთ სიტუაცია, ჰეზბოლას კვლავ შესწევს ძალა, ჩვენი მიმართულებით რაკეტები ისროლოს", - თქვა ნეთანიაჰუმ
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში დაჯგუფება "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია 3 მარტს დაიწყო. ინფორმაცია ისრაელის მედიამ ისრაელის თავდაცვის მინისტრზე, ისრაელ კაცზე დაყრდნობით გაავრცელა.
"ისრაელის დასახლებების მიმართულებით პირდაპირი ცეცხლის წარმოების გაუვნებელყოფის მიზნით პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მე უფლება მივეცით "ცაჰალს" ლიბანში შევიდეს და დაიკავოს სიმაღლეები და დაიცვას საზღვრისპირა დასახლებები", - განაცხადა ისრაელ კაცმა.
მისი თქმით, "ჰეზბოლა" ეს ტერორისტული ორგანიზაცია იხდის და გადაიხდის დიდ ფასს ისრაელზე თავდასხმის გამო".
