logo
ENG



შსს: მარნეულში 21 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს

03 აპრ 202610:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/03/e3glublssrhtabo.png

შსს-ს ცნობით, მარნეულში 21 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით 21 წლის კაცი დააკავეს.

განცხადების თანახმად, 22 წლის, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას  - 2005 წელს დაბადებულ უ.ბ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა", - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მარნეულში მკვლელობა გუშინ, 2 აპრილს მოხდა


close დახურვა