თბილისში, ვაზისუბანში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ინფორმაციას Interpressnews.ge ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.
