logo
ENG



ლიკვიდირებული ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, მაჯიდ ხადემი

06 აპრ 202612:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/06/voe05ukohrnzjdm.png

The Times of Israel - ის ინფორმაციით "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" დაზვერვის უფროსი მაჯიდ ხადემი საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მაჯიდ ხადემის დაღუპვის შესახებ ცნობები ირანული მედიაშიც ვრცელდება.

საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაჯიდ ხადემი დღეს დილით საჰაერო დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

მაჯიდ ხადემი თანამდებობაზე 2025 წლის ივნისში დაინიშნა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი, მოჰამედ კაზემი, რევოლუციური გვარდიის სხვა ოფიცრებთან ერთად ისრაელმა საჰაერო იერიშების შედეგად მოკლა.


close დახურვა