logo
ENG



ტრამპი: მზად ვარ, ორი კვირით შევაჩერო ირანის დაბომბვა

08 აპრ 202610:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/08/lprgymne2g7o1qo.png

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დროებით შეაჩეროს და ორი კვირით დაბომბვა გადადოს.

ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, გადადგამს თუ არა ირანი კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის ჰორმუზის სრუტის გახსნის მიმართულებით, რათა საერთაშორისო ნავიგაცია უსაფრთხოდ აღდგეს.

მისივე განმარტებით, საუბარია დროებით „ცეცხლის შეწყვეტაზე“, რაც ორივე მხარის მხრიდან დაძაბულობის შემცირებას უნდა ემსახურებოდეს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში შესაძლებელია დიპლომატიური მოლაპარაკებების გააქტიურება და შეთანხმების მიღწევა.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე მიანიშნა, რომ თუ ირანი პირობებს არ შეასრულებს, სამხედრო ოპერაციები სწრაფად განახლდება.


close დახურვა