logo
ENG



17:00 საათისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობა კვლავ რეკორდულად მაღალია

12 აპრ 202620:08
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/12/6mz1d6wfg6xdpqi.png

უნგრეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 74,23% შეადგინა.

შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება წინა არჩევნების მონაცემებს. კერძოდ, 2018 წელს, რომელიც აქამდე ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.

უნგრეთში არჩევნები შერეული სისტემით ტარდება: 199 სადეპუტატო ადგილიდან 106 ერთმანდატიან ოლქებზე მოდის, დანარჩენი კი პარტიული სიებით ნაწილდება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა სუბიექტებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 06:00 საათზე გაიხსნა და მუშაობას 19:00 საათზე დაასრულებს. მოქალაქეთა მაღალი ჩართულობის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები დღის ბოლოსთვის საერთო აქტივობის ახალ რეკორდს პროგნოზირებენ.


close დახურვა